ახალი ამბები
TI ზუგდიდის მერიაში სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდში ტენდერებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანია იგებს.

TI-ის ცნობით, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ შპს „ევრომშენი 999”, 2016-2018 წლებში, 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შემთხვევაში გაიმარჯვა.

„დადებული ხელშეკრულებების აბსოლუტური უმრავლესობა (35) ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მის სამართალმემკვიდრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაზე მოდის. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1,628,151 ლარია. შპს „ევრომშენი 999”-ს ზუგდიდის მერიასთან 29,773 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული, 2018 წლის ნოემბერში”, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ლაშა ჯაიანი ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.მანამდე (2016 წლის ნოემბრიდან) იგი ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

„ჯაიანმა შპს „ევრომშენი 999” 2016 წლის მაისში დააფუძნა, რა დროსაც კომპანიის 100%-იანი წილსა და დირექტორის პოზიციას თვითონვე ფლობდა. ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდგომ კი (2016 წლის ნოემბერი), კომპანიის 100%-იანი წილი და დირექტორის პოზიცია უსასყიდლოდ დაუთმო დიმა ჯღამაიას.“, - ნათქვამია TI-ის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სწორედ 2016 წლის ნოემბრიდან იწყებს ტენდერებში მონაწილეობას შპს „ევრომშენი 999”. მანამდე კი მას არცერთ სახელმწიფო შესყიდვასა და ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მერიასთან მოგებული 35 ტენდერიდან, 27 შემთხვევაში ლაშა ჯაიანი სატენდერო კომისიის წევრი იყო. თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი, ჯაიანი დოკუმენტზე ხელმოწერით აღნიშნავდა, რომ არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში შპს „ევრომშენი 999”- თან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს და აჩენს კითხვებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.

TI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.