„საქართველოს დანიშნული პრეზიდენტი ჰყავს“ - ზუგდიდში ხმაურიანი აქცია დასრულდა (ვიდეო, ფოტო)
13:13 / 16.12.2018
ზუგდიდში დასრულდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, რითაც ოპოზიციურმა პარტიამ და მისმა მხარდამჭერებმა სალომე ზურაბიშვილის
ინაუგურაცია გააპროტესტეს. მათი მტკიცებით, არჩევნები გაყალბდა და სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ენმ-ის ლიდერებმა და აღნიშნეს, რომ ქართველ ხალხს ზურაბიშვილი არ აურჩევია და რეგიონში შს მინისტრის თაოსნობით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძალადობით და მუქარით ჩატარდა.
„ქართველ ხალხს არ აურჩევია ზურაბიშვილი, ის დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა და ხალხი ამას არ შეეგუება. წინასაარჩევნო კამპანიას ზუგდიდში ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ია კერზაიაზე განხორცილებულმა ზეწოლამ და მთელმა ამ მას მოუღო ბოლო. სწორედ ამას და დღევანდელ ინაუფურაციას ვაპროტესტებთ“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.
თავად აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ზურაბიშვილს არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევენ. მათ ხელში ეჭირათ არა სალომეს!“ „STOP RUSSIA”, “ქართული ოცნება კლავს!“.
„77 წლის კაცი ვარ და ასეთი გაყალბება არ მინახავს. 2012 წელს მე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ვიყავი, მაგრამ ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ. ისეთი უკანონობები ჩაიდინეს, რომ ეს არ დაიმალება. სადაც ხალხია, იქ ვდგავარ მეც“, - აღნიშნა ენმ-ის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა რევაზ გუგუჩიამ.
აქციის მონაწილეებმა გუბერნიის შენობაში კარტოფილის და ხახვის შეტანა სცადეს, თუმცა მათ სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, მათ სამართალდამცავებს სთხოვეს, რომ შენობაში კარტოფილი და ხახვი თავად შეეტანათ და გიორგი გახარიასთვის გადაეცათ, როცა ის მოვიდოდა. სწორედ ამან გამოიწვია ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციელებსა და შეკრებილებს შორის. საბოლოოდ, მათ კარტოფილი და ხახვი, როგორც, მათივე თქმით, ზუგდიდში არჩევნების გაყალბების სიმბოლო, შენობის კიბეებზე დაყარეს.
სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია, რომელზეც 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, უკვე დასრულებულია. ლიდერების ინფორმაციით, მათი პროტესტი არ წყდება და პერიოდულად აქციები დაანონსეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები