ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპის სიმპტომებით 51 ადამიანი გადის მკურნალობას. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ
უთხრა. მისი ინფორმაციით, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"ერთი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, დანარჩენი კი პალატაშია მოთავსებული. მათგან 19 ბავშვია", - გვითხრა ორჟონიამ.
ამ მონაცემებით, საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით შეყვანილი პაციენტების რაოდენობა გაზრდილია.
ამავე თემაზე:ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით შემოყვანილი პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
მასალის გამოყენების პირობები