თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს საღამოს თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. აფეთექბის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები