ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ამბულატორიულ ცენტრში შაბათს და კვირას წითელას უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. საავადმყოფოს ინფორმაციით, 19 და 20 იანვარს, 10:00-დან 20:00 საათამდე
ნებისმიერ მსურველს აცრას უფასოდ გაუკეთებენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კლინიკურად უკუნაჩვენებია.
აქცია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება.
დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვარში მიმართვიანობამ იმატა. მიმდინარე თვეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 49 ადამიანმა მიმართა, აქედან ხუთი დღესაც მკურნალობს.
ამავე თემაზე:
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
მასალის გამოყენების პირობები