ბათლომე შელიამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა (ვიდეო)
15:12 / 22.01.2019
ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ ფრაქცია
ენმ -ს წევრებს ცოცხები გადასცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "სხდომა შოუს დაემსგავსა, რომელშიც მონაწილეობას არ აპირებს".
„ნაცვლად იმისა, რომ ვიმსჯელოთ და მივხედოთ ხალხის საჭიროებებსა და პრობლემებს, სხდომა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რაღაც ნივთების გადაცემით, შოუდ იქცა. ამ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, ამიტომაც დავტოვე სხდომა“, - თქვა შელიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ენმ-ს წევრებს საჩუქრად ცოცხები გადასცა. როგორც ენმ- ის ფრაქციის წევრმა პაატა ადამიამ თქვა "ფაცაციას მხრიდან ეს საქციელი ღიმილს იწვევს" და "უადგილო ადგილას პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ნიშნავს".
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ჯანდაცვის საკითხებს განიხილავდნენ, რასაც კამათი მოჰყვა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები