ტაქსის მძღოლები: ზუგდიდის ბაზრის წინ მუშაობას გვიზღუდავენ (ვიდეო)
14:04 / 23.01.2019
ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის წინ განთავსებული ტაქსების სადგომზე მერიის თანამშრომლებმა დღეს შესაბამის ტრაფარეტი აიღეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ თავად ტაქსის მძღოლებმა
უთხრეს. მათი თქმით, ისინი აქ, წლებია, მუშაობენ და ადგილის დატოვებას არ აპირებენ.
„მოვიდნენ, არაფერი უთქვამთ, ისე აიღეს ტრაფარეტი. თუ დღესვე არ აგვიხსნიან, რა ხდება და არ მოგვცემენ ისევ მუშაობის საშუალებას, არ შევეგუებით, რა თქმა უნდა და გზასაც გადავკეტავთ“, - გვითხრეს მძღოლებმა.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სატრანსპორტო სამსახურთან მუშაობა მიმდინარეობს.
„პარკირების წესების ამუშავება მოაგვარებს ტაქსისტების გაჩერების ადგილსაც. გარკვეულწილად გვქონდა ქაოსი, რადგან იქ გაჩერების ნაცვლად მიმდინარეობდა გარევაჭრობა. ჩვენი პრინციპია, რომ გავათავისუფლოთ ბაზრის წინა ტერიტორია, რომელიც გაუვალი იყო ქვეითებისთვისაც და ტრანსპორტისთვისაც. საკითხი გადაწყდება ისე, როგორც იქნება მიზანშეწონილი. მათ შეეძლებათ დგომა იქ, სადაც დაშვებულია“, - აღნიშნა წოწერიამ.
რადიო "ათინათი" ზუგდიდის მერიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები