ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ბუსკანძეების ორსართულიანი სახლი დაიწვა. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" სოფლის რწმუნებულმა მარინე ლაგვილავამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად
არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ხუთ ტონამდე დაფნა და ავეჯის ნაწილი.
„სავარაუდოდ, სახურავზე სადენებს გაუჩნდა ცეცხლი. მეორე სართულზე დაფნას უცებ მოეკიდა და მისი ლოკალიზება ვერ მოხერხდა. მე როგორც ვიცი, სახლში იმყოფებოდნენ რძალ-დედამთილი. როგორც ამბობენ, ნედლი დაფნა იყო ხუთ ტონამდე და ხმელი- ხუთასი კილო. ადგილობრივი მთავრობა ოჯახს დაეხმარება“, - ამბობს მარინე ლაგვილავა.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო მანქანა მუშაობდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები