გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. როგორც მან განათლების სისტემის
ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა, ძირითადი ცვლილებები 2020 წელს ამოქმედდება.
2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა მეთორმეტე კლასელებისთვის შენარჩუნდება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილება განათლების სისტემაში სკოლის როლის გაძლიერებას ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები