ახალი ამბები
ევროკომისია: ანაკლიის პორტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში პრიორიტეტული პროექტია
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს, გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს, თავმჯდომარის მოადგილეს საერთაშორისო მიმართულებით თედო ჯაფარიძეს და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთი ბოჭორიშვილს შეხვდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ "ანაკლიის პორტიდან" აცნობეს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე ჰენრიკ ჰოლოლეიმ ანაკლიის პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, პროექტისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა რომ „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ერთ–ერთი პრიორიტეტული პროექტია".

„ საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში. სადღეისოდ საქართველოს პორტებს არ შეუძლიათ გემების 75%–ის მიღება იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლია არამარტო პორტი იქნება, არამედ ეს იქნება სავაჭრო-ლოგისტიკური ცენტრი, ეს იქნება ეკოსისტემა. ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი და მონდომებული ვართ, რომ ამ პროექტმა საბოლოო სახე მიიღოს. ეს არის ერთ–ერთი იმ პროექტებს შორის, რომელიც არის ევროკავშირ–საქართველოს შორის პრიორიტეტული და რა თქმა უნდა ჩვენ მოხარული ვიქნებით, ვნახოთ, რომ ეს პროექტი მიიწევს წინ,"- აღნიშნა ჰოლოლეიმ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.