ზუგდიდის მერიას ავტობუსების შესაძენად 3.5 მილიონი ლარის სესხად აღება სურს. მერიამ საკრებულოს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად სესხის აღების ნებართვის თხოვნით მიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, საუბარია 15 ახალ საშუალო ტევადობის, თანამედროვე ავტობუსზე, რისთვისაც მერიას 3 მილიონ 500 ათასი ლარი სჭირდება. მისივე თქმით, ავტობუსები შშმ პირებისთის ადაპტირებული იქნება. თავის მხრივ, ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, სესხი მერიამ ელექტროავტომობილების შესაძენად გამოიყენოს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაც იქნება და იაფიც დაჯდება. სწორედ ამიტომ ფრაქცია ენმ- ის წევრმა პაატა ადამიამ და ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.აღნიშნულზე პასუხად მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებენ და შესაბამისი კონსულტაციები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები