ახალი ამბები
ადვოკატი ლაშა გოგიასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
ადვოკატი ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის,  5 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მერის ლაშა გოგიას, ვიცე-მერის, გია გულორდავასა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

"რა თქმა უნდა, ქრთამი არ აუღია. ჩვენი მოთხოვნაა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვლილი იყოს, ვინაიდან გამოძიება დასრულდა. აქამდე გამოძიებას ჰქონდა ის მოტივი, რომ საქმეში მონაწილე პირებს შეიძლება მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინათ. სასამართლოს გირაოს შევთავაზებთ 5 000 ლარის ოდენობით", - აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიიჩნიოს.

"დავაყენებთ შუამდგომლობას, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნეს ცნობილი ის ნივთმტკიცება, რომელიც საქმეშია. ე.წ. ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების საქმეზე დამაგრება გაუგონარია. ე.წ.-მა დაზარალებულმა, კვირკვიამ უკანონო თვალთვალი განახორციელა ქობალიას, გოგიას მიმართ. ფაქტობრივად, ამდენი ადამიანი ერთი კაცის ჩვენებით არის დაპატიმრებული. კვირკვიამ ჩაიწერა არა მისი და გოგიას საუბარი, არამედ მესამე პირი. ეს უკანონო თვალთვალი მიყურადებაა. ამას გარდა, აუდიოჩანაწერშიც არაფერია ისეთი, რაც შეიძლება ბრალის წაყენების საფუძველი გახდეს", - თქვა მჟავანაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საკუთარ კაბინეტში აიყვანეს ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თენგო ქობალია.

ამავე თემაზე:

ლაშა გოგია და გია გულორდავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.