ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატის, ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, განსასჯელის სკამზე დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც უნდა იჯდეს, რადგან მან დანაშაულის შესახებ
სამართალდამცავებს არ შეატყობინა.
„დღეს ეს ადამიანები კი არ უნდა ისხდნენ განსასჯელის სკამზე, უნდა იჯდეს, როგორც ზურაბ კვირკვია, ასევე დეპუტატი, ედიშერ თოლორაია. ქობალია პასუხისგებაშია მიცემული იმის გამო, რომ მან ამ დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. სწორედ ამ მოტივით შეიძლებოდა ედიშერ თოლორაიას პასუხისგებაში მიცემა. მან როცა ეს ინფორმაცია მიიღო, სამართალდამცავ სტრუქტურებში კი არ მიიტანა, ეს ჩანაწერი „რუსთავი2“-ის ეთერში აღმოჩნდა. თუკი, შერჩევით მართლმსაჯულებასთან გვაქვს საქმე, გვითხრას ხელისუფლებამ“, - ამბობს ადვოკატი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, ვიცე-მერი გია გულორდავა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი, თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატები მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
რადიო
"ათინათი" ედიშერ თოლორაიასთან დაკავშირებას შეეცადა, მის მობილურ ტელეფონზე დარეკვისას ავტომოასხუემ გვითხრა, რომ ნომერი რეგისტრირებული არ არის. ზუგდიდის მაჟორიტარის ბიუროში კი გვითხრეს, რომ, შესაძლოა, თოლორაია საქართველოში არ იყოს და შაბათ-კვირამდე არ ჩამოვიდეს. საკითხზე კი ბიუროს წარმომადგენელმა ბეჟან შანავამ გვითხრა, რომ ის კომენტარს არ გააკეთებს.
წყარო:ინტერპრესნიუსი
ამავე თემაზე:
სასამართლომ ლაშა გოგია და გია გულორდავა პატიმრობაში დატოვა
მასალის გამოყენების პირობები