გალის მცხოვრებლები: ენგურის ხიდზე მხოლოდ ბინადრობის უფლებით ან ფორმა 9-ით გვიშვებენ (ვიდეო)
17:32 / 05.02.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ენგურის ხიდზე, უკვე რამდენიმე საათია, გადმოდიან. მათი ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე
მხოლოდ მათ უშვებენ, ვისაც ბინადრობის უფლება ან ფორმა 9 აქვთ.
ე.წ. საზღვარი უკვე გადმოლახეს სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც საახალწლო არდადეგებზე გალში იყვნენ.
"ამას რა ჯობია, ველოდებოდით ამ დღეს. ხალხმა ჯერ არ იცის, რომ მოძრაობა გაიხსნა. ჩვენ როგორც კი გავიგეთ, წამოვედით",- გვითხრეს ადგილობრივებმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები