ააიპ-ს სოფლებში მდებარე მუზეუმების საკუთარ ბალანსზე აყვანა სურს
ზუგდიდის მერიის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების“ ცენტრს სოფლებში მდებარე მუზეუმის საკუთარ ბალანსზე აყვანა სურს და
შესაბამისი წერილით მერიას მიმართავს. ამის შესახებ ააიპ-ის დირექტორმა მანუჩარ სამუშიამ საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუზეუმებში მათ სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ, რაც პრობლემაა.
„იმის საშუალებაც არ გვაქვს, თანხა გამოვყოთ სარემონტო სამუშაოებისთვის. ეს მუზეუმები გვინდა გადმოვიდეს ჩვენს ბალანსზე და ამაზე უნდა ვიფიქროთ. ელემენტარული, დაცვა არ დგას არცერთ მუზეუმში, ეს არის დიდი პრობლემა“, - თქვა სამუშიამ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, კულტურის ცენტრები სოფლებში არის კოოპერატივის ბალანსზე, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს. სამუშია იმედოვნებს, რომ ეს საკითხი მალე გამოსწორდება.
მასალის გამოყენების პირობები