ახალი ამბები
სად აიკრძალება გარევაჭრობა მარტიდან ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული გარევაჭრობის რეგულირების წესი პირველ თებერვალს მიიღო. დადგენილების თანახმად, გარე ვაჭრობა (გარდა პრესის, ლოტოს ჯიხურებისა და სერვისის ავტომატური მომსახურების აპარატებისა) 2019 წლის პირველი მარტიდან იკრძალება ქალაქ ზუგდიდის შემდეგ ქუჩებზე:

ზვიად გამსახურდიას გამზირი სრულად;
ცენტრალური ბულვარის ტერიტორია;
მუზეუმის ცენტრალური შესასვლელი;
ნარმანიას ქუჩა;
შოთა რუსთაველის ქუჩა;
კედიას ქუჩის დასაწყისიდან ბოლომდე, ყველა ჩიხის ჩათვლით;
თეატრის ქუჩა;
მეუნარგიას ქუჩა;
ცოტნე დადიანის ქუჩა;
სოხუმის ქუჩა მდინარე „ჩხოუშის“ ხიდამდე;
ლაღიძის ქუჩა;
მმერაბ კოსტავას ქუჩა ნიკოლაძის ქუჩის კვეთამდე;
გამარჯვების ქუჩა;
მარცხენა სანაპიროს ქუჩა;
ვახტანგ VI -ს ქუჩა;
ნ.ნიკოლაძის ქუჩა კოსტავას ქუჩის კვეთამდე;
შ. კიტიას ქუჩა;
აღმაშენებლის ქუჩა;
თაბუკაშვილის ქუჩა თავისუფლების ქუჩის კვეთამდე;

რაც შეეხება პროდუქტებს, დადგენილებით განსაზღვრულია საქონელი, რითად აკრძალული ან პირიქით, ნებადართულია გარევაჭრობა.

დოკუმენტის თანახმად, გარევაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
ყვავილები;
ხილ-ბოსტნეული მხოლოდ მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე,
სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და რეალიზაციის პროცესში);
გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით).

საოჯახო მეურნეობაში ნაწარმოები საკვები პროდუქტებით (ხორცი; ხორც-პროდუქტები; რძე; რძის პროდუქტები და თევზეული მხოლოდ მაცივრებში); საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული (შეფუთული სახით); მარცვლეულით და ხილ-ბოსტნეულით გარე ვაჭრობა დასაშვებია მცირე ბაზრობების (სავაჭრო რიგები) გამოყოფილ ტერიტორიაზე.

სუნელებითა და სანელებლებით გარევაჭრობა კი აკრძლულია.

დადგენილების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური.
დადგენილებაში ასევე წერია, რომ გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ვადით ან სეზონურად, მათ შორის კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.

„გარე ვაჭრობისათვის ადგილებს, საკრებულოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე წესის შესაბამისად, გამოყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი შემდეგი პირობებით: განმცხადებლის მიერ გარე ვაჭრობისათვის მოთხოვნილი შესაბამისი ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემა ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ სავაჭრო ობიექტის პროექტის შეთანხმების შემდგომ, პირდაპირი განკარგვის წესით, საკრებულოსთან შეთანხმებით იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იმ ფართის ან/და ობიექტის მესაკუთრეა, რომლის წინაც ითხოვს გარე ვაჭრობას; სხვა შემთხვევებში ადგილების განკარგვა მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულირების წესი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღო



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.