ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის თენგიზ ქობალიას მხარდამჭრებმა პეტიციას, რომლითაც ქობალიას მხარდაჭერას უცხადებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ,
ხელი საჯაროდ მოაწერეს. მერიის წინ თენგო ქობალიას მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლა გირაოთი.
აქციის მონაწილეებისთვის მისი დაკავების ფორმა მიუღებელია და ამბობენ, რომ გამოძიებას ხელი წინასწარი პატიმრობიდან ქობალიას გათავისუფლებით არ შეეშლებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქობალიას ოჯახმა და მხარდამჭრებმა ზუგდიდში, აქციით გააპროტესტეს.
ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში თენგო ქობალიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
მასალის გამოყენების პირობები