ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო
ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიმდინარეობს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა.
ამევე თემაზე:
ბაჩანა შენგელია მინისტრს: ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?
ბაჩანა შენგელია ია კერზაის საქმის გამოძიების დასაწყებად პროკურატურას ორკვირიან ვადას აძლევს
მასალის გამოყენების პირობები