პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების საქმეზე დაკავებულ ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი მის გათავისუფლებას
2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა ის თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ლატარიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ამავე თემაზე:
ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით ზუგდიდელი ზაალ ლატარია დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები