ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში, ხიდის დაზიანების გამო ორი ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები და ავადმყოფი მოხუცი ცხოვრობს, საფრთხეშია. სოფლის მკვიდრის მარიკა თოდუას თქმით,
ბავშვები სკოლაში მისასვლელად ამ ხიდს გადიან, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს.
„ხიდს გაღმა ორი ოჯახი ცხოვრობს. ბევრი ხანია ეს პრობლემა არის, მაგრამ ახლა ძალიან რთული სიტუაციაა, ნებისმიერ დროს შეიძლება ხიდი ჩაინგრეს. ყოველდღე ბავშვები ამ ხიდს გადიან სკოლაში, რომ წავიდნენ. საფრთხის შემცველია, მაგრამ მეორე ნაპირზე მოსახვედრად სხვა გზა არ არის. მანქანის გადმოსვლაზე საუბარი ზედმეტია. სოფელში პროექტების განხილვაც იყო, სადაც ეს პრობლემა დასახელდა, თუმცა ხმების უმრავლესობით, სხვა საკითხები გადაწყდა“, - ამბობს თოდუა.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხით დაინტერესდებიან.
მასალის გამოყენების პირობები