სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს (ვიდეო)
17:08 / 16.02.2019
ზუგდიდის სკეიტ პარკში მოქალაქეების ჯგუფმა, ამავე ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმროს სავარაუდო მშენებლობა გააპროტესტა. აქცია სოციალურ ქსელში ჯგუფ "ზუგდიდი თაიმის"
წევრებმა დაგეგმეს. მათი თქმით, აღნიშნული ადგილი სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს და მისი გაყიდვა დაუშვებელია.
"აქციის მიზანია მთავრობას, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას, ასევე ცენტრალურსაც გავაგებინოთ, რომ რეკრეაციულ ზონაში, რომელიც არის ხალხის საკუთრება, არ შეიძლება ასე ხელაღებით, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და გახადო კერძო საკუთრება. სასტუმრო დაიკავებს ტერიტორიას, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის არის სასეირნო ადგილი, ყველა აქ იყრის თავს. ჩვენ გვინდოდა ამ საკითხის განხილვა ამ პროექტის ავტორებთან, ლობისტებთან, ინიციატორებთან. გუბერნიამ განგვიცხადა, რომ იყო უკვე საჯარო პრეზენტაცია, თუმცა ეს ასე არ იყო - თავიანთი მიზან-ჯგუფი ჰყავდათ იქ. ასევე არაერთგზის მივმართეთ მერიას და საკრებულოს, თუმცა არ იყო შეხვედრაზე საუბარი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიკა თოდუამ.
მისივე თქმით, აქციის დაგეგმვის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მალევე დაანონსდა სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული საჯარო განხილვები. თოდუამ აქციაზე მყოფებს მოუწოდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ განხილვებში.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველა მსგავს საკითხზე კონსენსუსის მიღწევა. მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოქალაქეებს 19 თებერვალს ყინულის სახლის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, სადაც ნებისმიერს შეეძლება საკუთარი მოსაზრებებისა და ინიციატივების გაჟღერება.
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რა ჯობია ქალაქის განვითარებისთვის: იდგეს იქ ყინულის სახლი, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 300 ათასი ლარი უჯდება, თუ გვინდა არსებულ ლანდშაფტში ჩასმული ბრენდული სასტუმრო, რომელიც დამატებით ეკონომიკურ ბენეფიტებს მოუტანს ჩვენს ქალაქს. მით უმეტეს ყინულის სახლის ტენტს 2 წელში საექსპლუატაციო ვადა გასდის და მისი აღდგენა 1 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება ბიუჯეტს. სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განიხილება არსებული ყინული სახლის გადატანა და მისი აწყობა ე.წ. სენდვიჩ-პანელებით, რომელიც ჩაიდება საინვესტიციო ხელშეკრულებაში და ამ ხარჯებს მთლიანად სასტუმროს მშენებელი კომპანია გაიღებს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიის მიმდებარედ, იუსტიციის სახლის უკან სამშენებლო კომპანია მ² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები