ზუგდიდის მერიის შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ხელმძღვანელი ბადრი ნემსაძე ადასტურებს, რომ მისი და მისი მეუღლის
წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერების ნაწილს იგებს. მან რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ მოგებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავალი მცირეა და ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.
„საერთოდ არაფერი მოგება არ მოაქვს, შეიძლება, გავაუქმო კიდეც“, - გვითხრა ნემსაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ მას 2018 წლის მარტში დეკლარაციაში კომპანიების შესახებ მითითებული არ აქვს, ამის მიზეზადაც ნემსაძე იმას ასახელებს, რომ რეალურად კომპანიას შემოსავალი არ ჰქონია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მერიის შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები - „ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, „ზუგდიდავტოტრანსი” და „სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ.
ამავე თემაზე:
TI: „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორისა და მეუღლის კომპანიები ტენდერებს იგებენ
მასალის გამოყენების პირობები