ახალი ამბები
რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ კერძო სახლის აშენების მსურველმა დევნილებმა
გერმანიის მიერ გამოყოფილი გრანტით, 240-მდე კერძო სახლს იმ იძულებით გადაადგილებული პირებს აუშენებენ, რომლებმაც მიწის ნაკვეთი საკუთრებაში მინიმუმ სამი წლის წინ  დაირეგისტრირეს. გარდა ამისა, აღნიშნული ნაკვეთი უნდა იყოს განაშენიანებული და ოჯახი სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით არ უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურად დაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილამ უთხრა. მისვე ინფორმაციით, აღნიშნული გრანტის ფარგლებში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდება.

"მოქალაქეებმა განაცხადები უნდა წარადგინონ დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროში. მათ უნდა იქონიონ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და განაშენიანებული ფათობის აღწერა. ამ ხელშეკრულებას ხელი გასულ პარასკევს მოეწერა, თუმცა ჯერ განაცხადების მიღება არ დაწყებულა. ახლა დანიურ მხარესთან მოხდება შეთანხმება თანხის გადაცემასთან დაკავშირებით. მიმდინარე წელი დაეთმობა განცხადების მიღებას, ხოლო მომდევნო წლიდან დაიწყება სახლების მშენებლობა. ეს არ იქნება კოტეჯის მსგავსი შენობა, ეს იქნება კაპიტალური სახლი“, - ამბობს მინისტრის მოადგილემ.

ცოტნიაშვილის ინფორმაცით, ამავე პროექტის ფარგლებში ის ბენეფიციარები, რომელთაც სახელებს აუშენებენ ხუთი ათას ლარიან ვაუჩერს მიიღებენ, რითაც ისინი შეძლებენ სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენას. ასევე, გაიცემა 130 ბიზნეს გრანტი მცირე და საშუალო საწარმოებზე, იმ დევნილებისთვის ვისაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ან ბიზნესის გაფართოება სურთ.

პროექტს - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო განახორციელებს. ის 2019 წელს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადმოსცემს.


ამავე თემაზე:
დევნილებისთვის 240 კერძო სახლის აშენება იგეგმება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.