საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 4 805 550 ლარი გამოეყო. გამოყოფილი ფინანსური
რესურსიდან 2 261 782 ლარი,
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდთან განთავსებული კაფე-რესტორნის რეაბილიტაციას მოხმარდება. ხოლო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტბისა და სარწყავი სისტემის მოსაწყობად 506 946 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულ პროექტებზე თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 350-ე განკარგულება, 27 თებერვალს გამოიცა.
მასალის გამოყენების პირობები