დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ნივთი დაზიანდა.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიმ უთხრა.
"კუთხის ნაწილია, პატარა ნაწილი, რომელიც ჩამოინგრა. საბედნიეროდ დაეცა მაგიდის კიდეს. დაზიანდა რამდენიმე ნივთი, თუმცა ექვემდებარება აღდგენას. ახლა მოდიან რესტავრატორები და მას აღადგენენ", - თქვა ბერაიამ.
მისივე ინფორმაციით, სასახლე არის ამორტიზებული და ჭერის ჩამონგრევაც ამან გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები