ადვოკატების ინფორმაციით დილით ფოთსა და სენაკში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 20-მდე პირი. ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის
შენობაში იმყოფებიან.
"ძირითადად სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში. აყვანილია 20-მდე პიროვნება. ჩამოსულები არიან თბილისიდან ნიღბიანები, როგორც ხდება ხოლმე", - თქვა ადვოკატმა ჯიტა გულუამ.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებს აზუსტებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ეცნობება.
მასალის გამოყენების პირობები