დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშა ხელფასის ჩარიცხვას ითხოვს
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშა ხელფასის დარიცხვას ითხოვს.
მიხეილ გამახარიას მტკიცებით, მას იანვრის ხელფასი არ მიუღია.
„ყველას დაურიგეს ხელფასები, ჩემ გარდა. 700 ლარი უნდა მომცენ, იანვრის თვის ხელფასი. იანვრის მერე მე იქ უკვე აღარ ვმუშაობ. მპირდებიან, დაგირიცხავთო, მაგრამ არ ვიცი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გამახარიამ.
სამშენებლო სამუშაოებს ბარამიას ქუჩაზე შპს „რუმსი“ ახორციელებს. ჩვენ კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, „რუმსში“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
მასალის გამოყენების პირობები