ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების
დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
თანამშრომელია. ინფორმაცია რადიო „
ათინათს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. 1964 წელს დაბადებული ო.ხ. არის ომის ვეტერანი, ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული", - აცხადებენ შსს-ში.
ბანკის დაყაჩაღების
ფაქტზე 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში 6 მარტს დააკავეს.
ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და დაუფლების, ასევე ჯანმთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები