ახალი ამბები
ირაკლი კვარაცხელიას ძმა: ჩემი ძმა ჯერ აწამეს და მერე ჩამოკიდეს
ოკუპირებულ აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ძმის პაატა უზარაშვილის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მისი მტკიცებით, კვარაცხელია ჯერ აწამეს შემდეგ კი ჩამოკიდეს.

„ძალიან კარგად ჩანს, რომ წარბი აქვს გახეთქილი. შუბლზე, თირკმელის, მუცლის, მხარის და ბარძაყის არეში სილურჯეები აღენიშნება. ნაწამებია გაჭირვებული და მოკლეს წამებაში და ბოლოს ვითომ თავი ჩამოიხრჩოო, ეს სისულელეა. 45 დღე უნდა ექსპერტიზის დასკვნას. მედიით გავიგე მისი დაკავების ამბავი. მერე ბიძაშვილმა დამირეკა, ასეთი ამბავი უნდა გითხრაო ძმა მოუკლავთო შენიო“,- უთხრა რადიო „ათინათს“ უზარაშვილმა.

11 მარტს გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ, 13 მარტს გადმოასვენეს, რის შემდეგაც თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ახლა ის სენაკში, დევნილთა ჩასახლებაში საკუთარ სახლშია დასვენებული. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვერსიით, მან თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. 28 წლის კვარაცხელიას სენაკში, საკუთარი დედის გვერდით კვირას, 17 მარტს დაკრძალავენ.

ამავე თემაზე:
ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის შესახებ (ფოტო)

კვარაცხელიას ცხედრის დათვალიერებისას ახლობლებმა დაზიანებები აღმოაჩინეს



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.