სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრ
ქეთევან ციხელაშვილთან ერთად ოკუპირებულ გალში, დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა.
„ეს არის სამწუხარო ფაქტი, ამავე დროს აღმაშფოთებელი. ჩვენს მოქალაქეებს ჩვენსავე ტერიტორიაზე არ აქვთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ეს არის კიდევ ერთი ფაქტი რუსული აგრესიის. ჩვენი თანამოქლაქე გაურკვეველ ვითარებაში იღუპება და ხდება ძალადობის მსხვერპლი. ეს შედეგი იმ ბარიერების შედეგია, რაც არის ხელოვნურად შექმნილი ჩვენსავე ტერიტორიაზე“, - აღნიშნა მოწერელიამ.
ირაკლი კვარაცხელიას სენაკში ხვალ დაკრძალავენ.
ამავე თემაზე:
ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა
მასალის გამოყენების პირობები