მესტიაში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ მზიური ჯაფარაძემ სახლის დალაგების დროს მოულოდნელად საფულე იპოვა, სადაც პირადობის მოწმობა, საქართველოში
მოქმედი სატელეფონო ნომერი და დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვალუტა აღმოჩნდა. ჯაფარიძემ რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ სწორედ ამ ნომერზე დაარეკვინა ახლობელს და მფლობელს შეატყობინა, რომ მის დაკარგულ ნივთებს შეინახავდა.
„თურმე, მთელი გზა ტიროდა, ვერ ხვდებოდა, სად შეიძლებოდა, დაეკარგა საფულე. სულ არის 800 დოლარი, 100 ევრო და კიდევ ჩინური ფული, სახელფასო ბარათი და პირადობა. ხვალ ჩამოვალო, მითხრა ამ გოგომ. მასთან ერთად ორი მისი მეგობარიც იყო. ძალიან ნერვიულობდა, ველოდები, რომ ხვალ მოვლენ“, - გვითხრა ჯაფარიძემ.
62 წლის მზიური ჯაფარიძეს საოჯახო სასტუმრო, ხუთ წელზე მეტი ხანია აქვს და ამ საქმეს მარტო უძღვება.
მასალის გამოყენების პირობები