წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ერთ-ერთ დასახლებაში ხანძარს 83 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.
ამავე ცნობით, თითქმის დამწვარია ორსართულიანი სახლი.
„მეხანძრე-მაშველებს ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცი დახვდათ. სავარაუდოდ, ხანძარი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლიანად დამწვარია“, - აცახდებენ საგანგებოში.
შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
შს სამინსიტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
მასალის გამოყენების პირობები