განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თუკი მის მიმართ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე
მორალური პასუხისმგებლობა მაინც დადგება, თანამდებობას დატოვებს. მინისტრის თქმით, ის გამოძიების დასრულებას ელოდება.
„გამოძიება როგორც კი დასრულდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ იყოს და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს, მე დავტოვებ თანამდებობას. ეს განცხადება მე პირველივე დღეს გავაკეთე“,- აღნიშნა ბატიაშვილმა.
ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამავე თემაზე:
ISFED: ზუგდიდის #6 სკოლის ინსპექტირება კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს
მასალის გამოყენების პირობები