2019 წლის ნოემბრიდან ანაკლიას ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახური ექნება. შენობაში გათვალისწინებულია 3 სპეცმანქანისა და 2 კატერის განთავსება, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს
სამაშველო ღონისძიება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში განახორციელონ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 632 939 ლარი დაიხარჯება.
ამავე ცნობით, შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები. სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 63 ადამიანი დასაქმდება.
ახალი ნაგებობის მშენებლობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მცხოვრები ხარლამპიდების ოჯახი ეწინააღმდეგება. მათი თქმით, აღნიშნულ მიწაზე სამასწლიანი ხეებია, რომელთაც მოჭრას უპირებენ.
ამავე თემაზე:
ანაკლიაში ხარლამპიდების ოჯახი სახანძრო-სამაშველო სადგურის მშენებლობას აპროტესტებს (ფოტო, ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები