საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ივანიშვილმა
ძველ ხიბულაში ის სახლი დაათვალიერა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა.
„ზვიად გამსახურდიას სახლი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. თავისთავად, მოსახლეობის ნაწილიც შეიკრიბა. აქ საუბარი იყო გზის რეაბილიტაციაზე, ასევე ეკლესიის მშენებლობაზე და მოსახლეობაც გახარებული იყო“, - თქვა ქაჯაიამ.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში დაიწყო იმ სახლის რეაბილიტაცია, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები