ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას ზედაპირული ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში
უთხრეს.
"შემოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე. მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა", - აცხადებენ საავადმყოფოში.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
შს სამინისტრომ გამოძიება 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები