შამგონაში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ დაკავებული გელა როსტობაიას გათავისუფლების საკითხი ორშაბათს გადაწყდება.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ დაკავებულის მამამ, იანურ როსტობაიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ის ოჯახის ახლობლებმა მოინახულეს.
„იყვენენ ახლობლები, მოინახულეს, საკვები და საჭირო ნივთები შეუტანეს. არანაირი ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება და არც რაიმე ზეწოლას გრძნობსო. გამოშვების ამბავი ხვალ გადაწყდება“, - თქვა დაკავებულის მამამ.
გელა როსტობაია შამგონაში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა 5 აპრილს დააკავეს.
ამავე თემაზე:
დაკავებული საქართველოს მოქალაქის მამა შვილის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას გამორიცხავს
მასალის გამოყენების პირობები