გაერთიანებული ოპოზიცია პოლიციას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს (ვიდეო)
12:27 / 12.04.2019
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები მათი უშუალო ხელმძღვანელების დავალებით მოქმედებდნენ.
ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის მტკიცებით, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულია კონკრეტულ დავალებებს აძლევს პოლიციელებს, მათ შორის კი ლევან კვარაცხელიას, რისი ამსახველი მიმოწერაც მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს ანახა. ასევე, მისივე თქმით, მათ პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობდნენ "ქართული ოცნების" ნარაზენის შტაბის ზონის უფროსი ცოტნე ქორთუა და სხვა წევრები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაყვებოდნენ სანდრა რულოვსს. მათ ამის ამსახველი ფოტო - ვიდეო მასალაც წარადგინეს.
"მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ უკანონო თვალთვალს ჩვენს კანდიდატზე. ერთ-ერთი არის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ალიკა კვარაცხელია. ეს ადამიანები არიან ფორმის გარეშე და დაგყვებოდნენ ჯერ ნარაზენში, შემდეგ ურთაში. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თუ ვინ იყვნენ ისინი. ვთხოვეთ დაესახელებინათ თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვეკითხებოდით თუ ვინ იყვენენ ისინი და რატომ გვითვალთვალებდნენ, რის შემდეგაც გაქცევა სცადეს. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია და ისმის ნაცვლად, რომ დაეკავებინათ ისინი დაგვაკავეს ჩვენ. ნარაზენის ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა ნარაზენის პოლიციის უფროსი გია ყალიჩავა. ასევე ყველზე მნიშვნელოვანია მიმოწერა, სადაც სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა მურღულია აძლევს დავალებას პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს და აძლევს დავალებას, სადაც ჩანს რომ პირდაპირ კანდიდატზე ხორციელდება თვალთვალი. კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლა სცადეს სოფელ ურთაში ქართული ოცნების შტაბის უფროსმა ლევან მალანიამ, ცოტნე ქორთუამ რომელიც არის ერთ-ერთი წევრი. ასევე მთელი დღის განმავლობაში სანდრა რულოვს მთელი დღის განმავლობაში დაჰყვებოდნენ ოცნების აქტივისტები", - თქვა წითლიძემ.
მანამდე განცხადება გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა, მან ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა სამართალდამცავები არ გამოიყენოს პოლიტიკური დევნისთის.
"ივანიშვილის გაკოტრებული და დამნაშავე რეჟიმი, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ზუგდიდელი მოქალაქეებისთვის გადავიდა პირდაპირ პოლიტიკურ ტერორზე ოპონენტების წინააღმდეგ. გუშინ მთელი დღის განმავლობაში, დაქირავებული პირები, კრიმინალები, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ადამიანები ცდილობდნენ საბოტირება გაეწიათ სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიისთვის, ხოლო საღამოს უკვე მათ შეემატნენ გადაცმული პოლიციელები, კრიმინალებად ქცეული პოლიციელები, რომლებიც დასდევდნენ სანდრა რულოვსს, უთვალთვალებდნენ ადამიანებს და იღებდნენ უშუალო მონაწილეობას შეხვედრების ჩაშლაში, რომელსაც ვაწყობდით სოფლების მოსახლეობასთან. გაერთიანებული ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი კამპანია იყოს მშვიდობიანი, ჩვენ არ გვსურს არავისთან დაპირისპირება. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ იმ ფონზე, როდესაც 7 წლის განმავლობაში გააღატაკა და გაანადგურა მოსახლეობა, ისე დააშინებს მოქალაქეებს, რომ ისინი არ მივლენ არჩევნებზე, დარჩებიან სახლში, ძალიან ცდება. ზუგდიდი არის თავისუფალი ქალაქი, საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა და ხელისუფლების მცდელობა, შეაჩეროს მისი დამარცხების გარდაუვალი პროცესი - არის განწირული დამარცხებისთვის. მოვუწოდებთ ივანიშვილს, მოვუწოდებთ დამნაშავე, კრიმინალურ ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები ქართველ ხალხზე", - თქვა წიკლაურმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ენმ"-ის ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები