ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი 28 წლის ალიკა ლაგვილავას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და იგი მართვით სუნთქვაზე რჩება. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ზუგდიდის
რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს.
„მდგომარეობა მძიმედ რჩება, დინამიკაში გაუარესების გარეშე, მართვით სუნთქვაზე, უგრძელდება შესაბამისი ინტენსიური თერაპია", - აცხადებენ ზუგდიდის საავადმყოფოში.
ლაგვილავას ჭრილობები გულის და მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაცით, დაჭრილი და ბრალდებულიც მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან და ისინი გრიგოლიშში საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ. ადგილობრივის ინფორმაციით, მათ შორის სიტყვიერი კამათი სწორედ იქ დაიწყო.
ამავე თემაზე:
გრიგოლიშში „ქართული ოცნების“ შტაბთან დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს
მასალის გამოყენების პირობები