კახათის სკოლამ გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადაში გაიმარჯვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის პირველმა საჯარო სკოლამ გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ "გოეთეს ინსტიტუტი საქართველო" ავრცელებს.
"ვულოცავთ კახათის პირველ საჯარო სკოლას გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადაში პირველი ადგილის აღებას! კახათის სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან განსაკუთრებული მონდომებითა და გერმანული ენის ცოდნის მაღალი დონით. მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქალბატონ მანანა მებონიას, გერმანული ენის სწავლების მხარდაჭერისთვის, ასევე ქალბატონ ნონა დარასელიას და ამავე სკოლის გერმანული ენის სხვა მასწავლებლებსაც!", - აღნიშნულია "გოეთეს ინსტიტუტის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები