ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი გამარჯვებული ნინო კალანდარიშვილი გახდა
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი გამარჯვებული ორგანიზაცია "საუნჯეს" მიერ წარდგენილი ნინო კალანდარიშვილი გახდა.
ლაურეატებს შორის გამარჯვებული ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარე ცერემონიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს.
მას სიმბოლური პრიზი "ნატვრის ხე" ქეთევან ციხელშვილმა გადასცა.
"მე ჩავიფიქრე უკვე საქართველოს მშვიდობიანად გამთლიანება, დანარჩენი თქვენ დაამატეთ",- უთხრა ციხელაშვილმა კალანდარიშვილს.
სულ პრემიაზე 7 ნომინანტი იყო წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები