სენაკში, მეორე საჯარო სკოლაში 20-ზე მეტი მოსწავლის შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა,
რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სენაკის მეორე საჯარო სკოლიდან ბავშვთა პოლიკლინიკაში
10-11 წლის მოსწავლეებია გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები