ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს მისი პლაკატების ჩამოხევასა და გადაწებვაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ჟურნალისტებს კონკრეტული ფაქტებიც უჩვენა.
"ბიჭებმაб ჩემი გუნდის წევრებმა, რომლებიც ღამეებს ათევენ უკაპიკოდ, ამ ადგილას მიაკრეს ჩემი პლაკატები, რომელსაც შენგელიას პლაკატები სრულიად უსინდისოდ გადააკრეს", - ამბობს ჯგუშია.
ადგილზე ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები