#67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, რომელიც 11 საათზე დაიწყება, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მათი თქმით, ისინი საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს დააყენებენ.
ოპოზიციონერები ასევე ამბობენ, რომ კომისიის წევრებს იმ ვიდეო მასალას წარუდგენენ, რომელშიც, მათივე მტკიცებით, ასახულია თუ რა პირობებში ინახებოდა საოლქოდან უბნებზე გაცემული ბეჭდები.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, ბეჭდები კომისიის თავმჯდომარეებს სახლში ჰქონდათ და არა უბნებზე.
ამავე თემაზე:
მირანდა მესხი: გადადგომას არ ვაპირებ
მასალის გამოყენების პირობები