ზუგდიდის საოლქო კომისიამ სპეცსიები ხმაურის ფონზე დაამტკიცა (ვიდეო)
12:48 / 16.05.2019
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა სხდომა ოპოზიციის მიერ დამატებით დაყენებული საკითხის განხილვის გარეშე დაასრულა,
რომელიც ვიდეომასალას ეხებოდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია საოლქოდან ბეჭდების გაცემის ფაქტები. ამასთან, მათივე მტკიცებით, ბეჭდები კომისიის თავმჯდომარეებს სახლში ჰქონდათ და არა უბნებზე, დალუქულ მდგომარეობაში.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მხოლოდ ორი საკითხი განიხილეს, რომელიც ორივე სპეციალური სიებს ეხებოდა, მათ შორის შს სამინისტროს სპეცსიას. ოპოზიციას ამ საკითხზეც ჰქონდა შენიშვნები, კერძოდ მათი ინფორმაციით, აღნიშნულ სიებში უკანონოდ 200 ადამიანია ჩაწერილი.
"შს სამინისტროს ადმინისტრაციისგან მოწოდებული იყო 299-კაციანი სია. აქედან, დამტკიცდა 139 კაციანი სია. ეს ადამიანები არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას სპეცსიების საშუალებით, მივამაგრეთ ეს ადამიანები წინა სხდომაზე. არანაირი დარღვევა არ არის სპეცსიაში, შეგვიძლია კანონში წავიკითხოთ, ზუსტად ის კატეგორიაა, რომლებიც თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ვერ ახერხებენ გადააგილებას. ისინი არიან ზუგდიდში მცხოვრებლები, თუმცა რეგისტრაციის მიხედვით ვერ ახერხებენ ხმის მიცემას", - განმარტა მესხმა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები