ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დადიანების ეზოში, სანდრა რულოვსის მონაწილეობით გადაცემის ჩაწერისას ინცინდენტში მონაწილე მამუკა
ცირდავას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 3000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც დააკმაყოფილა პროკურატუის შუამდგომლობა.
ცირდავამ სასამართლოს უთხრა, რომ ის ბრალს აღიარებს და პროკურორის შუამდგომლობას სრულად დაეთანხმა. მის მიმართ საქმე ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, განხორციელებულ ძალადობას ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით იყო აღძრული.
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში,14 მაისს ტელეკომპანია "ოდიშის" გადაცემა "ლუსტრაციის" ჩაწერის დროს რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში 14 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მიეცა
„ოდიშის“ ჟურნალისტს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს
მასალის გამოყენების პირობები