სოხუმი და ცხინვალი საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ამოქმედებას გეგმავენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობები საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმდნენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტმა“ მიიღო. დოკუმენტი ირაკლი ტუჟბამ წარადგინა.
2015 წელს დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „უვიზო მიმოსვლის შესახებ“ პროექტის დადგენილება დაამტკიცეს. საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრის ოლეგ არშბა მაშინ განაცხადა, რომ შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ „აფხაზეთის მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში გამგზავრებას აფხაზური საზღვარგარეთის პასპორტებით შეძლებენ“.
მასალის გამოყენების პირობები