ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც ყინულის სახლის ტერიტორიის აუქციონზე გატანის საკითხზე მსჯელობენ ხმაურია. მას სამოქალაქო აქტივისტები ესწრებიან, რომლებიც აღნიშნული ტერიტორიის შესაძლო გაყიდავას აპროტესტებენ.
აქტივისტები როსტომ ზარანდია და მარიკა თოდუა საკრებულოს წევრს ირაკლი ლაგვილავას დაუპირისპირდნენ. დეპუტატმა და მოქალაქეებმა ერთმანეთს დემაგოგები უწოდეს. მოქალაქეების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებასთან დიალოგის გარეშე არ შეიძლება. როსტომ ზარანდიამ შეხვედრაზე თქვა, რომ მხოლოდ ერთადერთი განხილვა გაიმართა, სადაც კოლექტიური “მურმან ნაჭყებიები” იმყოფებოდნენ და მისი სიტყვებით, აღნიშნული ტერიტორიის გასხვისებას მლიქვნელურად ტაშს უკრავდნენ. ლაგვილავამ მას უპასუხა და თქვა, ამით აქტივისტმა რომ ზუგდიდელებს და იქ შეკრებილებს ამით შეურაცხყოფა მიაყენა. კამათში მარიკა თოდუა ჩაერთო, რომელმაც დასძინა, რომ ხელისუფლებას საკუთარ მოქალაქეებთან დიალოგი და მათი აზრის გათვალისწინება არ სურს.
“უნდა იყოს დასკვნა, რომ მშენებლობამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებს ზიანი არ მიაყენოს. როგორც მინიმუმ, უნდა იყოს ეს დასკვნა მაინც” ,- თქვა თოდუამ.
აღნიშნულზე კი საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევს.
ამ წუთებში საკრებულოში ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვაზე მსჯელობენ. დამსწრეების ნაწილმა შექმნილ სიტუაციას აბსურდული უწოდა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ამავე თემაზე:მერიას ყინულის სახლის გადატანა ყოფილ "კომკავშირის პარკში" სურს
მასალის გამოყენების პირობები