TOYOTA LENDCRUISER-ის მარკის ავტომობილი, რომლითაც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია სარგებლობდა,
სავარაუდოდ, დღეს გაიყიდება. ელექტრონულ აქუციონზე ამ ეტაპზე 20 ბიჯი ფიქსირდება. მუნიციპალური ქონების საწყისი ფასი 40 000 ლარი იყო და ვაჭრობის შედეგად 4 000 ლარით გაიზარდა. აუქციონის დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები დრო დარჩა.
კიდევ ერთი TOYOTA LENDCRUISER-ის მარკის ავტომობილი, რომელიც მერიის ერთ-ერთ სამსახურს ეკუთვნოდა, სავარაუდოდ, საწყის ფასსზე - 48 000 ლარზე ოდნავ მეტად გაიყიდება. აქ ერთი ბიჯი ფიქსირდება და შესაბამისად, მისი ამჟამინდელი ფასი 48 250 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ ავტომობილს, რომელიც მერიამ ასევე აუქციონზე გაიტანა და მის დასრულებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მყიდველი, ჯერჯერობით, არ ჰყავს. TOYOTA PRADO-ს ფასი 30 000 ლარია, ხოლო LEXUS GX -ის 60 000 ლარი.
მერიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დარჩენილ დროში ზემოაღნიშნული ავტომობილები არ გაიყიდება, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ფასი დააკლდეს და აუქციონზე კვლავ გაიტანონ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერია ჯიპებს გაყიდის
მასალის გამოყენების პირობები