ზუგდიდის ბულვარში აქცია სახელწოდებით "ვერ დაგვაბრმავებთ" მიმდინარეობს. ისინი თბილისში აქციის ძალის გამოყენებით დაშლას აპროტესტებენ
და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ: "ყველას ვერ დაგვაბრმავებთ, მტერი გიჩანთ", "ეს ყველას ბრალია", "რუსეთი ოკუპანტია", "ბოდიში თვალს ვერ ჩაანაცვლებს", "არა მცოცავ ოკუპაციას" და სხვ.
შეკრებილები ჯერ დაშლას არ აპირებენ და ადგილზე რჩებიან.
ამავე თემაზე:
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა
მასალის გამოყენების პირობები